არჩილ თალაკვაძე: დღეს ატყუებენ ხალხს, რომ გაერთიანდნენ და ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა შექმნეს, მაგრამ ეს ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში

არჩილ თალაკვაძე: დღეს ატყუებენ ხალხს, რომ გაერთიანდნენ და ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა შექმნეს, მაგრამ ეს ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც კოალიციური „ჩრდილოვანი მთავრობა“ წარადგინა, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. ამ თემაზე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ილაპარაკა.

„დღეს რასაც ატყუებენ ხალხს და ასაღებენ, რომ გაერთიანდნენ და კოალიციური მთავრობა შექმნეს, ეს მაინც ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში, წარმოდგენილი სხვა და სხვა ნომრებით და ლიდერებიც კი, რომლებიც მაგიდის გარშემო იკრიბებიან, თავის დროზე მათი უმრავლესობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და წარმომადგენელი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ დღეს თუ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სხვადასხვა ნომრები და აქვთ სურვილი, სხვადასხვა იდეოლოგიით და ლიდერებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე, ეს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია.

„დღეს პარლამენტი რომ მრავალპარტიულია და თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში იბრძოდნენ სხვა და სხვა პარტიების კანდიდატები, ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში გაატარა ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ყველა წინა ხელისუფლების და პოლიტიკური თაობის გაცხადებული სურვილი იყო. მაგრამ იმასაც ვხედავდით ისინი ერთს ამბობდნენ და მეორეს აკეთებდნენ. ამახინჯებდნენ კონსტიტუციას, თავის თავზე მოირგეს საარჩევნო კოდექსი, არასოდეს არ შეცვალეს საარჩევნო სისტემა. სანაცვლოდ ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ამ რეფორმების საფუძველზე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებსაც ჰქონოდათ რეალური შანსი, რომ თავი დაეღწიათ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ჯგუფის შანტაჟისგან, თავი დაეღწიათ იმ წარმოუდგენელი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან, რასაც ისინი სხვა პარტიებზე ზეწოლისთვის იყენებდნენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.