პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ნიკა მელიას განცხადება, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წავა, არის ნაზი მცდელობა, როგორმე გაემიჯნოს იმას, რის გამოც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების დიდი ნაწილი უარს ეუბნება.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციის მიერ შექმნილი კოალიციის ერთ-ერთი პოლიტიკური ფანდია – ნიკა მელიას საყოველთაო სიყვარულის მთესველის იმიჯის შექმნა.
„ნაცმოძრაობაში“ დავრჩები, მაგრამ ხელმძღვანელობიდან წავალო, მელიას ეს განცხადება თითქოდა ნაზი მცდელობაა, როგორმე გაემიჯნოს იმას, რის გამოც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების დიდი ნაწილი უარს ეუბნება. ამ პოლიტიკური ფანდების საქართველოს აღარ სჯერა. მით უმეტეს, ადამიანებმა მძიმე პერიოდი გადაიტანეს იმ მმართველობის, სადაც ნიკა მელია აქტიურობდა და წინა ხაზზე მონაწილეობდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.