კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„გუშინ საქართველოს დავემშვიდობე. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ნატოს ჩართულობის გაძლიერების გზების ძიებას. მალე დავბრუნდები!“ - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.