ირაკლი კობახიძე: არა თუ საააკაშვილი ციხეში, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

ირაკლი კობახიძე: არა თუ საააკაშვილი ციხეში, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

სააკაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას ციხეში, გამომდინარე იქიდან, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი. მაგრამ როგორც კი დასრულდება არჩევნები, არა თუ საააკაშვილი ციხეში, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ნაცმოძრაობა იქნება ნული აქტუალობით მოსარგებლე პოლიტიკური ძალა, ეს ბოროტება საბოლოოდ უნდა დასრულდეს და ამისთვის ერთ-ერთი მთავარი. ინსტრუმენტი არის ის, რომ არანაირი აქტუალობა არ უნდა მივანიჭოთ. როგორც კი მორჩება ეს არჩევნები, ამის შემდეგ დავივიწყოთ ნაცმოძრაობა და ჩავაბაროთ იმ ბნელ წარსულს, რომელსაც ის მიეკუთვნება“, - განაცხადა კობახიძემ.