იმით, რაც დღეს ვნახეთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მოსახლეობისა და ამომრჩევლისთვის არაფერი აქვთ სათქმელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია მეორე ტურამდე.
„მათ 2 ოქტომბრამდე აწარმოეს კამპანია ასე ვთქვათ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, სადაც წააგეს და ახლა უკვე თემაც კი არ ჰქონდათ, სალაპარაკო. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არის მათი წინასაარჩევნო კამპანია მეორე ტურამდე. ეს არის მთელი მათი პოლიტიკური შინაარსი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ თვითმმართველობასა და იმ საჭიროებებზე, რაც მოქალაქეებს აქვთ, ისინი საუბრობენ უკრაინის მოქალაქის ციხიდან გამოშვებაზე. ამ აბსურდში ცხოვრობენ და სამწუხაროდ, აცხოვრებენ საკუთარ ამომრჩეველსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.