ბექა დავითულიანი:  ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, პირდაპირ ითხოვს იმ ძალადობრივი ქმედებებისა და დანაშაულების ლეგიტიმაციას, რაც მას აქვს ჩადენილი

ბექა დავითულიანი: ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, პირდაპირ ითხოვს იმ ძალადობრივი ქმედებებისა და დანაშაულების ლეგიტიმაციას, რაც მას აქვს ჩადენილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა:

„ეს ამ რეჟიმის მსხვერპლთა შეურაცხყოფა, როცა მასზე ვინმე ამბობს, რომ ის უდანაშაულოა, უნდა გათავისუფლდეს და რაღაცნაირად პასუხისმგებლობას აცილებს. ის, ვინც ამას აკეთებს, თანაზიარია იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა. ამით ცდილობენ ის აქედან დააძვრინონ. როგორც ჩანს, მათ ეს სისტემა და ძალადობრივი რეჟიმი მოსწონდათ. ვინც მიხეილ სააკაშვილს უსმენს და აქვს სურვილი, რომ ვინმემ მისთვის იბრძოლოს, იბრძოლოს. თუმცა საბედნიეროდ დიდ სურვილს ხალხში ვერ ვხედავ“, – განაცხადა დავითულიანმა.