ამ აქციას რაიმე კონკრეტული შედეგი არ ექნება, რადგან რა მოთხოვნაც აქვთ, აქციის ფორმატში არანაირად არ ჯდება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა მკაფიო რეგულაციებს იძლევა. გამომდინარე აქედან, ეს აქცია არის მხოლოდ საკუთარი თავის გასამხნევებლად გაკეთებული აქცია“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.