მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია „ლელო“ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ უერთდება

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია „ლელო“ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ უერთდება

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია „ლელო“ 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება. მისი თქმით, ინდივიდუალურად აქციაზე მისვლას არავის დაუშლიან.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ახლა ოპოზიციის მთელი ფოკუსი მიმართული უნდა იყოს მეორე ტურებზე.

„პარტია „ლელო“ ამ აქციას არ უერთდება. შესალოა, ვიღაცამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს იქ მისვლა, ჩვენ ამას არავის ვუშლით. ჩვენი, ოპოზიციის მთელი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურებზე თუ გვინდა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა შევცვალოთ. მეორე ტურზე ფოკუსი არ უნდა დაიკარგოს არავითარ შემთხვევაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.