ანრი ოხანაშვილი: მშვიდობიანი აქციის დროს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სრულად იქნება დაცული, მივლენ, ჩაატარებენ, შემდგომ დაემშვიდობებიან ერთმანეთს და დასრულდება

ანრი ოხანაშვილი: მშვიდობიანი აქციის დროს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სრულად იქნება დაცული, მივლენ, ჩაატარებენ, შემდგომ დაემშვიდობებიან ერთმანეთს და დასრულდება

როდესაც ტარდება მშვიდობიანი აქცია, მშვიდობიანი აქციის დროს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სრულად იქნება დაცული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ქვეყანაში ყველა ადამიანის, ოპონენტის გამოხატვის თავისუფლება დაცულია. შესაბამისად, მშვიდობიანი აქციის დროს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სრულად იქნება დაცული. მივლენ, ჩაატარებენ, შემდგომ დაემშვიდობებიან ერთმანეთს და დასრულდება“, - აცხადებს ოხანაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.