მეუფე ანტონის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, არასწორია

მეუფე ანტონის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, არასწორია

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი მიხეილ სააკშვილის პატიმრობის საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ სამართლებრივი დავა ეკლესიის საქმე არ არის, თუმცა მისი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ გამოძიების დასრულებამდე ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს.

სასულიერო პირის განმარტებით, ეს არა ეკლესიის, არამედ მისი პირადი პოზიციაა. მეუფე ანტონი ამბობს, რომ მედიაში არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და პეტიციას აწერს ხელს.

როგორც მეუფე განმარტავს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ასევე ამბობს, რომ ვინაიდან ციხე ადამიანისთვის სატანჯველია, ისევე, როგორც ყველა მოქალაქისთვის, ექსპრეზიდენტისთვისაც გამოძიების დასრულებამდე შინაპატიმრობას ისურვებდა და არა გათავისუფლებას.