მეუფეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს
"თავისუფლება მიშას" - ამ მოწოდები პეტიცია-მანიფესტი შეიქმნა, რომლითაც მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ხელმომწერთა შორის სასულიერო პირები.
მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერეს მეუფე მელქისედეკმა და მეუფე ნიკოლოზმა.
"მე პეტიციას მოვაწერე ხელი პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით [...] ეს არის ჩემი პოზიცია" - უთხრა "მთავარ არხს" მეუფე მელქისედეკმა.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმოწერა ქვეყნის ინტერესებით ახსნა.