დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის

დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის

„დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, დათანხმდება თუ არა საქართველო სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებას, პრემიერმა განმარტა, რომ ამას უკრაინული მხარე არ ითხოვს და ეს არც მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება.

„ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას და მეორე, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს. მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ, შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.