გიორგი ვოლსკი: იმ განწყობის შემოტანა, თითქოს სააკაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია, არის საზოგადოების შეურაცხყოფა

გიორგი ვოლსკი: იმ განწყობის შემოტანა, თითქოს სააკაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია, არის საზოგადოების შეურაცხყოფა

მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ეხმაურება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მორალური ბერკეტი იმისა, რომ მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი გათავისუფლდეს.

„რაც შეეხება იმ განწყობის შემოტანას, თითქოს მას {მიხეილ სააკაშვილს} დანაშაული არ ჩაუდენია და არანაირი ბრალი არ მიუძღვის, ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს თვალში ნაცარი შეაყარონ. მეტსაც გეტყვით, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, განსაკუთრებით იმ ოჯახების, რომლებმაც სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული ტერორისტული, სადისტური მმართველობა განიცადეს“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.