ეს ბრაზი აუცილებლად კონვერტირდება ძალიან დიდ სახალხო მღელვარებაში - არ ვხუმრობთ, არც ვემუქრებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავში ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობაზე, სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა არც მეტი და არც ნაკლები ეკისრება ბიძინა ივანიშვილს.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიგოს ახლა ბიძინა ივანიშვილმა და დარწმუნებული ვარ, მეც, თქვენც და ყველა, რომ უყურებს, აუცილებლად გადასცემენ, მთელი პასუხისმგებლობა კონკნრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობაზე, სიცოცხლეზე არც მეტი და არც ნაკლები ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. დიახაც, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა გეკისრება ბიძინა ივანიშვილო მთლიანად შენ! ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ და დაფიქრდეთ თქვენ, თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით და გაითვალისწინეთ ხალხო, არ მინდა ეს მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი , ძალიან მძლავრი აქცია იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ყველაფერი უნდა იღონეთ ახლა, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც თქვენ ხელშია, თქვენს მიერვე უკანონოდ დატუსაღებული მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ. თუკი გაქვთ წარმოდგენილი, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით თქვენ თავს თუ თქვენ შეიწირავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს. ამ გზაზე დგახართ და ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს მოხდეს, მაგრამ თუკი გიფიქრიათ და მე ვფიქრობ, გიფიქრიათ, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს და რა შეიძლება დატრიალდეს თქვენ თავს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის კონსტანტირება მიწევს, მაგრამ იმდენად მდაბიო ხალხი აღმოჩნდა, კაცი, პატიმარი ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული, შიმშილობს და ბოლო სიტყვებით ლანძღავენ - ბოლო სიტყვებით, უკანასკნელი სიტყვებით ტალახში აგორავებთ, კობახიძით დაწყებული, ღარიბაშვილით გაგრძელებული, რაღაცა ხომ არსებობს. ფსკერი მორალური დაცემის ეტყობა არ არსებობს, როდესაც საკითხი „ქართულ ოცნებას“ ეხება. ეს ბრაზი, რომელიც ახლა აქ სუფევს, იზრდება. ეს ბრაზი აუცილებლად კონვერტირდება ძალიან დიდ სახალხო მღელვარებაში. არ ვხუმრობთ, არც ვემუქრებით. შეუძლებელია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოსპობას, ჩვენ ახლა, ასე როგორც ვდგავართ, ასე შევხვდებით, ძალიან ცდება“, - აღნიშნა მელიამ
მისივე თქმით, აქვთ მჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებასთან.
მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი წირავს საკუთარ თავს და მას სჯერა, რომ ეს არის მართალი ბრძოლა და მას არაფრად უღირს საკუთარი სიცოცხლე.
„ჩვენ ბოლომდე ვართ ამ ბრძოლაში, ბოლომდე ვიქნებით და ბოლომდე წავალთ. არა, არ არსებობს, უკან დახევა აქ არ იქნება. ახლა მე ძალიან მინდა, რომ ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, რა დიდი მნიშნვნელობის მატარებელი იქნება 14 ოქტომბრის აქცია. 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე, თბილისში ყველანი უნდა გავიდეთ ხალხო, პარტიული კუთვნილება საერთოდ ვის აინტერესებს - არც მე, არც თქვენ და არც ერთ აქ მყოფ ადამიანს, ყველანი უნდა გავიდეთ, რომ სირცხვილი აღარ ჭამოს ამ ქვეყანამ 32 წლის განმავლობაში მეორეჯერ, როდესაც ჩვენი უმოქმედობით ან მოქმედებით, რომელსაც ადგილი აქვს „ოცნების“ მხრიდან ვკლავთ პრეზიდენტს“, - განაცხადა მელიამ.
ნიკანორ მელია კი გვარწმუნებს, რომ სააკაშვილი შიმშილობს და მის სიცოცხლეზე პასუხს ბიძინა აგებს.
გამოდის, ან ერთი ცრუობს, ან მეორე... მაგრამ არ არის გამორიცხული მესამე ვარიანტიც: შეიძლება, მიშიკო თაფლს კი ყიდულობს, მაგრამ არ ჭამს... "ოცნების" ჯინაზე!