ეს არჩევნები უბრალოდ, საშუალებაა იმისა, რომ დამატებით რაღაც არეულობა შემოიტანოს პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი დესტრუქციული ქმედებები დაგეგმოს. თუმცა, ამაშიც ხედავთ, ძალიან სუსტები არიან. არც ერთ, არც მეორე ნაწილში მათ წარმატების რესურსი არ აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ ნიკა მელიასა და ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძეს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება, თუმცა მას პირადად უსამართლობის ერთგვარი განცდა მაინც აქვს.
„თბილისში მეორე ტური პირადად ჩემთვის, გულდასაწყვეტია და რჩება უსამართლობის ერთგვარი განცდა. იცით, კახი კალაძე 4 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ამ ქალაქს და უამრავი რამ გაკეთდა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, კახი კალაძე არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება, მაგრამ თავისთავად ის, რომ მელიასნაირ ფიგურას ხმას აძლევს თბილისში ყოველი მესამე ამომრჩეველი, ეს ბუნებრივია, არის პრობლემა და ალბათ, ეს ჩვენი დანაშაულიც არის. საზოგადოებასთან მეტი მუშაობა გვჭირდება, რათა ყოველმა მესამე თბილისელმა კრიმინალს ხმა არ მისცეს“, - განაცხადა