ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი მშიშარა ბუნება და ამიტომ აირჩია საქართველოში შემოსვლის ასეთი ფორმა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი მშიშარა ბუნება და ამიტომ აირჩია საქართველოში შემოსვლის ასეთი ფორმა

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი მშიშარა ბუნება და ამიტომ აირჩია საქართველოში შემოსვლის ეს ფორმა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ დაუდასტურებია, რომ ოდესიდან ფოთამდე იგი სასურსათო კონტეინერში ორი დღის განმავლობაში იმალებოდა.

„სააკაშვილმა ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მხდალი ადამიანი. ზოგადად, მისი ბუნება ყველასთვისაა ცნობილი. ყველას გვახსოვს, ცნობილი გაქცევა გორში. ეს არის მისი ბუნება და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი მშიშარა ბუნება და ამიტომ აირჩია საქართველოში შემოსვლის ეს ფორმა“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.