ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებმა ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ - გლოვა ბათუმში

ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებმა ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ - გლოვა ბათუმში

ბათუმში 26 მაისის ქუჩა, სადაც გუშინ, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, სრულად გადაკეტილია, მოქალაქეები ადგილზე სანთლებს ანთებენ და სიმბოლურად ყვავილები და სათამაშოები მოაქვთ. ამ ფორმით ისინი ტრაგედიის დროს დაღუპულ ბავშვების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ერთ-ერთმა მოქალაქემ ასევე სურვილი გამოთქვა, რომ დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხა შეაგროვონ. ანგარიშზე ამ დროისთვის 1200 ლარამდე არის ჩარიცხული.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდა.  კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. შსს-მ  ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა.

საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ბათუმში გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.