„ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგს არ ცვლის და საპროტესტო აქციებს მაინც გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგს არ ცვლის და საპროტესტო აქციებს მაინც გამართავს

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის და დაგეგმილ საპროტესტო აქციებს მაინც გამართავს.

„სწორედ იმიტომ, რომ არის გლოვის დღე და დატრიალებულია ტრაგედია დაგეგმილი აქციის ფორმატი შევცვალეთ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ განუცხადა.

„აქცია იქნება მდუმარე, ყოველგვარი მეგაფონების, დინამიკების გარეშე, მაგრამ აქცია აუცილებლად გაიმართება“, - აღნიშნა წითლიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი აქცია დაგეგმა. ერთი ზუგდიდში უნდა გაიმართოს, მეორე თბილისში. პარტია თბილისში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებს, ხოლო ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს.