სოსო მანჯავიძე: მიუხედავად იმისა, რომ .. რუსი ოლიგარქის'' წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის სტადიაში არიან თაკო ჩარკვიანის დროშის ქვეშ ფულის მიღებას კვლავ განაგრძობენ

სოსო მანჯავიძე: მიუხედავად იმისა, რომ .. რუსი ოლიგარქის'' წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის სტადიაში არიან თაკო ჩარკვიანის დროშის ქვეშ ფულის მიღებას კვლავ განაგრძობენ

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"ვიღებ ბიძინასგან და ვაქებ მიშას- უნიკალური, ენდემური ქართული მოვლენაა, რომლის მსგავსიც მსოფლიო ლიტერატურაშიც არაა აღწერილი.

ანუ, ადამიანი დილას მივიდა ბანკომატთან, აიღო ბიძინასგან გადმორიცხული 2000 ლარი, საღამოს მივიდა ინგასთან, აქო მიშა და კარგად აგინა ბიძინას, შემდეგ მივიდა სახლში, შეიძლება ძილად მისვლის ლოცვებიც წაიკითხა, და მშვიდი სინდისით დაიძინა.

ცხადია, ასეთები მარხვასაც ზედმიწევნით იცავენ.

საინტერესოა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ .. რუსი ოლიგარქის'' წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის სტადიაში არიან თაკო ჩარკვიანის დროშის ქვეშ ფულის მიღებას კვლავ განაგრძობენ.
საერთოდ, ღირსება გულისხმობს საკუთარი ვნებების კონტროლს, ეს კი ცნობიერების  მაღალი სტატუსის მაჩვენებელია.

როცა ადამიანის ცნობიერება სუსტდება, მას სხვადასხვა ვნება ეპატრონება და ისინი თავიანთი კანონებით მოქმედებენ-სწორედ ამით აიხსნება ეს ვიღებ და ვაგინებ-ფენომენი.

ისევე, როგორც ეს წარმოუდგენელი ბაქკანალია, რომელსაც ყველანი თვალს ვადევნებთ"