მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია

მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 გარდაცვლილი ამოიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამი გარდაცვლილიდან ერთი ბავშვი და ორი მამაკაცია. ამ დროისთვის სულ 4 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.