კახა კუჭავა: საქართველოში სიტუაციის გამწვავება არავის არ სჭირდება. საქართველოსგან ელოდებიან მეტ პროგრესს, რეფორმებს და საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებას

კახა კუჭავა: საქართველოში სიტუაციის გამწვავება არავის არ სჭირდება. საქართველოსგან ელოდებიან მეტ პროგრესს, რეფორმებს და საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებას

კალიურანდის კომენტარი არ სჭირდება იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას,რომ უკანონოდ საზღვრის კვეთას მოჰყვება ადამიანის პასუხიგებაში მიცემა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ განაცხადა.

„თუ გახსოვთ, როდესაც სააკაშვილმა გააკეთა განცხადება საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, მაშინვე იყო საქართველოს მეგობრების მხრიდან მოწოდებები, რომ მას ეს გაეკეთებინა. ყველა კარგად ხვდებოდა, რომ ერთადერთი მიზეზი ამ ქმედების შეიძლებოდა სიტუაციის დესტაბილიზაცია. საქართველოში სიტუაციის გამწვავება არავის არ სჭირდება. საქართველოსგან ელოდებიან მეტ პროგრესს, რეფორმებს და საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებას“,- აცხადებს კუჭავა.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ მან დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება“, - განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა.