მესმის, რომ გიორგი გახარიას ჯგუფი სასოწარკვეთაშია, ღალატის შემდგომ. როგორც ჩანს, უფრო მეტი სასოწარკვეთა მიიღეს, რადგან მათ ზედმეტი მოლოდინები ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერაზე, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.
„მათ არავითარი რესურსი არ აქვთ არა თუ გამარჯვების, არამედ მეორე ადგილის რესურსიც არ გააჩნდათ. გახარიას განცხადება მისი წარმომადგებლების გადაბირებაზე არის მორიგი ტყუილი. სამწუხაროდ, ეს ადამიანი პირდაპირ ეთერებში იტყუება. თურმე, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არავინ ვიყავით და სანთლით გვეძებდა. ამ ადამიანის აღარ მჯერა, არც საზოგადოებას სჯერა, მისი სიტყვები ნულის ტოლფასია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას “ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს. ის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს.