დავით ქართველიშვილი: საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რეკორდი დამყარდა, რადგან ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელიწადის დაწყება

დავით ქართველიშვილი: საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რეკორდი დამყარდა, რადგან ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელიწადის დაწყება

არანაირი რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ამაზე თანხმდება ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი და ამას მეტყველებს დადებული შედეგიც, - ამის შესახებ ექსპერტმა თავით ქართველიშვილმა „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა.

„ამ არჩევნებმა რამდენიმე დადებით მხარე გამოავლინა. პირველ რიგში, მე გამოვყოფდი იმას, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რეკორდი დამყარდა, რადგან ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელიწადის დაწყება და ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. მან ეს ცხრაწლიანი პერიოდი დაასრულა და განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისაგან“, რომელიც ვერ გადავიდა ხელისუფლებაში მეათე წელიწადს, „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეძლო. მეორე, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ არანაირი რიგგარეშე არჩევნები 2024ნწლამდე არ იქნება, ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ამაზე თანხმდება ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი და ამას მეტყველებს დადებული შედეგიც. ასევე, ის ყბადაღებული 43%-იანი სარეფერენდუმო, ასე ვთქვათ, ჩამკეტი მექანიზმი საერთოდ მოიხსნა, იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დადო ძალიან მაღალი შედეგი“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.