შალვა პაპუაშვილი საერთშორისო მისიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შეფასებას გამოეხმაურა.
„ვნახეთ, რამდენად კარგად შეაფასეს მათ ეს არჩევნები. მოვისმინეთ ეუთო/ოდირის მხრიდან, რომ ეს იყო თავისუფალი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები; მოვისმინეთ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ულოცავენ საქართველოს, რადგან ეს არჩევნები იყო მომწიფებულ და მშვიდ გარემოში ჩატარებული, რაც იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს შეფასებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ასეთი შეფასება საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და საუბნო, საოლქო, ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრებს წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი შეფასებები წარადგინეს.