თავის არეში მიყენებული დაზიანებით „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის სოფელ ნარაზენის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი ზუგდიდის საავადმყოფოში  გადაიყვანეს

თავის არეში მიყენებული დაზიანებით „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის სოფელ ნარაზენის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს

თავის არეში მიყენებული დაზიანებით „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის სოფელ ნარაზენის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი ზაალ ზარანდია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში  გადაიყვანეს. 

ზარანდიას ფიზიკური დაზიანება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა ირაკლი თოდუამ მიაყენა.

დღეს მომხდარი დაპირისპირების დეტალები უცნობია.

თავად ზაალ ზარანდია  კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ თავის არეში  დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო.