მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არარეალურ დრამებზე დაყრდნობით ქაოსის შექმნას ცდილობენ

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არარეალურ დრამებზე დაყრდნობით ქაოსის შექმნას ცდილობენ

„ნაციონალური მოძრაობა“ არარეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ცდილობს ქაოსის შექმნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„დღეს ვნახეთ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოწყობილი პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ითხოვდა რაღაც სითხის გადაცემას. კანონში სად წერია, რომ ეს სითხე არ უნდა იყოს ამ დროს ან უნდა იყოს. ასეთ არარეალურ ფაქტებზე, ასეთ დრამებზე დაყრდნობით უნდათ, რაღაც ქაოსის ფონი შექმნან, მაგრამ არ გამოუვათ. მოლოდინებსა და წარმოდგენებს, რაც მათ აქვთ, ამ ქვეყანაში აღსრულება არ უწერია. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ, ძლიერ ქვეყანაში და არავინ აპირებს ამ პროვოკაციებზე წამოეგოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცესკო-ში აცხადაბენ, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქის ორ უბანზე შეიჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს