გიორგი ვოლსკი: ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მიზანი მიღწევადი არ არის - ამის საფუძველი არ არსებობს

გიორგი ვოლსკი: ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მიზანი მიღწევადი არ არის - ამის საფუძველი არ არსებობს

ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მიზანი მიღწევადი არ არის, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. ამას არანაირი წინაპირობა არ ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკის განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა იქნება.

„არ არის დასამალი, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა იქნება, ოპოზიციას გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი რეიტინგებით ბაქიბუქობენ. ნებისმიერ პარტიას რეალურ რეიტინგს საზოგადოება ანიჭებს. არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ ოპოზიციას რაიმე წარმატება ექნება. სწორედ ამიტომ უნდა ველოდოთ იმას, რომ მათი სტრატეგიის მთავარი მიმართულება დესტაბილიზაცია იქნება. ასევე, ბევრი დაინტერესებული მოთამაშე არსებობს რეგიონული უპირატესობის მოპოვების მიმართულებით, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია აწყობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.