მამუკა მდინარაძე სუს-ის ფაილებზე:  გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს

მამუკა მდინარაძე სუს-ის ფაილებზე:  გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის ფაილების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს. ამის შესახემ მამუკა მდინარაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს თემა სპეციალურად ორი კვირით ადრე იმიტომ შემოაგდეს, რომ იცოდნენ, ორ კვირაში პასუხი ვერ იქნებოდა, ახლა კი დისკრედიტაციისთვის იყენებენ. 
მისივე თქმით,  უამრავი კითხვაა,  არც ერთზე პასუხი. 

„ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელმაც ახლა გადაწყვიტა და სწორად, რომ ამერიკელები და ევროპელები ჩაერთონ. დარწმუნებული ვარ, სპეკულაციებისთვის სივრცე არ დარჩება. ამერიკელ სამართალმდაცავებს ხომ ვენდობით და მათთან ერთად დადებულ დასკვნას, დაიდება ასეთი დასკვნა, ოღონდ ორ კვირაში ვერ დაიდება.  რომელია ტყუილი, რომელი მართალი, რომელი კანონიერი, რომელი უკანონი, ვინ მოისმინა, ვინ ჩაწერა, ქვეყნის შიგნით ჩაიწერა თუ გარეთ, უამრავი კითხვაა და არცერთზე პასუხ არ გვაქვს. სპეციალურად რატომ შემოაგდეს ორი კვირით ადრე იცით, ვერ გვექნებოდა ორ კვირაში პასუხი, შანსი არ იყო, ახლა იყენებენ დისკრედიტაციისთვის“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობას და პარლამენტში დაბარებას, როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს არის სპეკულაცია და გამოძიების შუალედურ შედეგს მაინც უნდა დაველოდოთ. 

„გამოძიება მიდის, რა დროს პარლამენტში დაბარებაა, რა სპეკულაციაა,  გამოძიების შედეგს უნდა დაველოდოთ, შუალედურს მაინც. პასუხისმგებლობაზე საუბარი რელევანტურია მას შემდეგ, რაც გვეცოდინება რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენ არაფერი ვიცით რეალურად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს და რამეში ჩავერიოთ ისე, რომ გამოძიების ინტერესი დავაზიანოთ და გავაფუჭოთ ეს ყველაფერი, ასე არ გამოვა. გამოძიებიდან უნდა გამოვიდეთ. სხვამ თუ ჩაწერა, ანუ იმ ქვეყანამ, რომელიმემ, მათ შორის რუსეთმა, რადგან თქვენ ახსენეთ, კონტრდაზვერვა რას აკეთებს, მისი ტექნიკური შესაძლებლობები და ჩვენი ერთი რომ არ არის, არ ვიცით? მე კიტხვა დავსვი, პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა თქვას გამოძიებამ, სანამ გამოძება პასუხს გასცემს და სინამდვილეში რა მოხდა იმას ვიტყვით, მაინც ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი?“  - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.