მამუკა მდინარაძე: მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება

მამუკა მდინარაძე: მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება

წინასაარჩევნო განწყობა არის საუკეთესო. მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

„შტაბის წევრებს ვაფრთხილებთ და ვთხოვთ, რომ სპეკულაციისთვის სივრცე მაქსიმალურად შეზღუდონ. ეს ეხება საარჩევნო პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, არჩევნების დღეს და ა.შ. მათ მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები უკვე გატარებული აქვთ და ჩვენი მხრიდან პირობას ვაძლევ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ აბსოლუტური სიმართლით, პედანტურად და სკურპულოზურად ჩატარდება არჩევნებთან დაკავშირებული ყველა პროცედურა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.