ბრძოლა დაკარგული საკუთრებისთვის. სადავო ხდება ტერიტორია, სადაც მეორე წელია, პოლიციის შენობაა განთავსებული. თაბუკაშვილის 27 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრეები შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ქონების იძულებით წართმევაში ადანაშაულებენ. დაზარალებულთა მტკიცებით, საკუთრების ჩამორთმევა ზეწოლის შედეგად მოხდა. საქმე უკვე სასამართლოშია.