გურამ მაჭარაშვილი: მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა

გურამ მაჭარაშვილი: მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა

თუ ვინმეს არ უნდოდა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება, ეს მიხეილ სააკაშვილი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეგის ქარდავას ექსტრადირების შემდეგ, სააკაშვილზეა დამოკიდებული, რამდენად გაბედავს იგი საქართველოში ჩამოსვლას.

„თავად ის ფაქტი, რომ მეგის ქარდავა სასჯელს საქართველოში მოიხდის, ჯერ ერთი, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსსა თუ მოქალაქეს ექნება განცდა, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენს, სადაც არ უნდა იყო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად პასუხს აგებ. მეორე, თუ ვინმეს არ უნდოდა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. მან თავად დააანონსა, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ალბათ, გულწრფელად სურს სასჯელიც საქართველოში მოიხადოს, რაც აქვს მას არა მხოლოდ ქართველი მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამტკიცებული. თუმცა, ამის შემდეგ რამდენად გაბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას, ეს მასზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სქტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.