სახელგანთქმული და მიუკერძოებელი  საია ე.წ. ოპოზიციონერთა დანამატად და მათ ინტერესთა გამტარებლად რომ იქცა, ამას ადასტურებს დღეს,  ხატია დეკანოიძის განაცხადება

სახელგანთქმული და მიუკერძოებელი  საია ე.წ. ოპოზიციონერთა დანამატად და მათ ინტერესთა გამტარებლად რომ იქცა, ამას ადასტურებს დღეს,  ხატია დეკანოიძის განაცხადება

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ,, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ სარჩელს ეხმიანება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.

"ქურდს, რომ დააკვირდე დღეში ასჯერ წამოიძახებს ქურდი ვარო"-ასე უთქვამს ქართველ კაცს!ცჰოდა მისხალ-მისხალ ასრულებენ ამ სიბრძნეს აქაური ე.წ. არასამთავრობოები. ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები! ერთ დროს სახელგანთქმული და მიუკერძოებელი ა/ო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია) ამჟამად საფანჩატურეთში არსებულ ე.წ. ოპოზიციონერთა დანამატად და მათ ინტერესთა გამტარებლად, რომ იქცა ამას ადასტურებს დღეს ნაცდედოფალი ხატია დეკანოიძის განაცხადა, სადაც ის არაორაზროვნად ემუქრება ქვეყანას დესტაბილიზაციით და საფუძვლად იყენებს გადაგვარებულ ს ა ი ა ს აბსურდულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის ერთ-ერთ ვარიანტსაც უარი ეთქვა ჯერ კიდევ 2016 წელს! დიახ, ამ უკვე პოლიტიკურ მკვდრებს უნდა გაცოცხლდნენ, მაგრამ მკვდრებს ისევ მკვდარი ასოებით სურთ გაცოცხლება! ანუ სრულდება კიდევ ერთი სიბრძნე: " მკვდარმა მკვდარს უთხრა, საფლავამდე მიმათრიეო"! ჰოდა, როგორც ირკვევა თქვენ იმის ძალაც არ შეგწევთ ერთმანეთი მიათრიოთ პოლიტიკურ სამარემდე! ამიტომაც გპირდებათ საქართველოს ამომრჩეველი. ორივენი ერთად ნაცები და თქვენი მხარდამჭერი ე.წ. ასოები მიგათრიოთ 2 ოქტომბერს იქ, საიდანაც პოლიტიკაში არ ბრუნდებიან და ორივეს ერთად მიგიჩინოთ პოლიტიკურ სამარეში სამუდამო ბინა!’’ წერს ანალიტიკოსი facebook - ზე.