ირაკლი ზარქუა:  ის ხალხი, ვინც არის ბანერებზე გამოკრული, ასოცირებულია სისხლიან რეჟიმთან - ბანერი კი არ არის სისხლიანი, ადამიანები არიან სისხლიანი, ვინც ამას სჩადიოდნენ

ირაკლი ზარქუა:  ის ხალხი, ვინც არის ბანერებზე გამოკრული, ასოცირებულია სისხლიან რეჟიმთან - ბანერი კი არ არის სისხლიანი, ადამიანები არიან სისხლიანი, ვინც ამას სჩადიოდნენ

ის ხალხი, ვინც არის ბანერებზე გამოკრული, ასოცირებულია სისხლიან რეჟიმთან - ბანერი კი არ არის სისხლიანი, ადამიანები არიან სისხლიანი, ვინც ამას სჩადიოდნენ და თქვენ იცით, რამდენიმე დღის წინ მოხდა ერთ-ერთი მწვალებლის ექსტრადირება საქართველოში,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან დედაქალაქში გამოკრულ ბანერებს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელია გამოსახული წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!"

ზარქუას თქმით, ადამიანებს უფლება აქვთ, საკუთარი პროტესტი გამოხატონ, იმის მიუხედავად, რომ ბანერი შესაძლოა, მისთვის მოსაწონი არ იყოს.

„არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის მიუღებელია სიძულვილის ენა და ეს დამოკიდებულება, ჩემგან ვერ მოისმენდით და ვერც მოისმენთ გინებას ან რაღაცას, არც კახა კალაძისგან. შეფასებას, რომ მწვალებლების პარტია იყო, ფაქტებით ვაზუსტებ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია მათ შორის ის გამოფენა, რაც არ უნდა სიმართლე იყოს. ადამიანებს დავუტოვოთ უფლება, რაც არ უნდა ჩემთვის მიუღებელი იყოს, მათაც თავიანთი პროტესტი გამოხატონ, თუ არ ვცდები ბიზნესმენია, რომელმაც გააკრა, თუ იქ რამე შეუსაბამოა, ამ შემთხვევაში არის სასამართლო და იდავონ, იმსჯელონ. დავუტოვოთ მოსახლეობას უფლება, თავისი პროტესტი, მათ შორის, ჩემთვის მიუღებელი ნახატით თუ ბანერით გამოხატოს“, - განაცხადა ზარქუამ.