მალხაზ ველიჯანაშვილი: ყველა განაჩენი გასაჩივრდება, მეგის ქარდავას პოზიცია კვლავ უცვლელია - ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს

მალხაზ ველიჯანაშვილი: ყველა განაჩენი გასაჩივრდება, მეგის ქარდავას პოზიცია კვლავ უცვლელია - ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს

ყველა განაჩენი გასაჩივრდება იმ ვადაში, რაც კანონითაა დადგენილი. მეგის ქარდავას პოზიცია კვლავ უცვლელია - ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

საქართველოში ექსტრადირების შემდეგ მეგის ქარდავა რუსთვაის ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მისი ინტერესების დამცველმა დღეს პირველად მოინახულა.

ადვოკატის თქმით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მეგის ქარდავა ექსტრადირების პროცესში მის მიმართ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საექსტრადიციო პროცედურაში პრეცესუალური ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

ადვოკატის განცხადებით, ისინი გაასაჩივრებენ ყველა იმ გამამტყუნებელ განაჩენს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ მეგის ქარდავას გამოუტანა. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ მეგის ქარდავა აპირებს, მის მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში სოციალურ ქსელში გაავრცელოს. ქარდავა არცერთ მის მიმართ წაყენებულ გამამტყუნებელ განაჩენს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია.