„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში, დიდი უპირატესობით, მოიგოს.“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მორიგი კვლევის შედეგები წარადგინა.
მისივე თქმით, საბოლოო შედეგები ბათუმელების აქტიურობაზეა დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არჩილ ჩიქოვანსა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, ბათუმში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს, არჩილ ჩიქოვანი - 54,1%-ით. ამასთან, კვლევის მიხედვით, ქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ლიდერობს.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%-ს.