ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ხდებიან პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლები, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი საია მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლითაც ორგანიზაცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ხდებიან პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლები, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალის დაკვეთის შემსრულებლები, რომელსაც ერთადერთი, რამ აწუხებს, ეს არის დესტრუქცია ამ ქვეყანაში და არეულობის მოწყობა. საიას ეს სარჩელიც ამ ოპერიდან არის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.