როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

მესტიაში წვიმა და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

+26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

გორში +29გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.