საკმაოდ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგენა მაინც რეალობაა დღეს, - ასე აფასებს თეა წულუკიანი მეგის ქარდავას ექსტრადიციას საქართველოში. ვიცე-პრემიერის თქმით, იმედი აქვს, რომ განაჩენი დანარჩენ საქმეებზეც იქნება გამოტანილი.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სხვა საქმეებზეც ბოლომდე მივა {განაჩენი}, ვინაიდან თავად პირი {ქარდავა} არის ქართველი სამართალდამცველების ხელში, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის მოიხდის იმ მრავალწლიან სასჯელს, რომელიც მას ქართული კანონის წინაშე ეკუთვნის“, - აცხადებს წულუკიანი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სქტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.
მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.
ვიცი, რომ არარეალური იქნებოდა ასეთი დიფერენცირება, მაგრამ... სამართლიანობისთვის აჯობებდა, როგორსაც იცნობდა, ზუსტად ისეთი დაგეხვედრებინათ მაგათთვის!
რასაც მის დროს აჭმევდნენ, ის უნდა ეჭმიათ და, წამების გამოკლებით, ზუსტად იმ პირობებში უნდა გყოლოდათ(!), რომ საკუთარ თავზე ეგრძნოთ მათ მიერ შექნილი რეჟიმის მთელი ხიბლი!..
და ერთიც: ძალიან ცუდია, რომ ნაცების დროინდელი "შეკრებითობის პრინციპი" გააუქმეთ!
ამისთანას რომ ასამართლებენ, უფრო დიდმა დანაშაულმა კი არ უნდა შთანთქას უფრო მცირე, არამედ უნდა შეუკრიბო და, როგორც ამერიკაშია, რამდენიც გამოუვა, იმდენი წელი უნდა მისცე! - 60...90... 120... მერე რა, თუ ამდენი ხანი ვერ იცოცხლებს!
"იმ გაწეული სამსახურისთვის, რაც შენ ჩემი ქვეყნისთვის გიკეთებია!“