მეუფე შიო გავრცელებულ ჩანაწერებზე: ველოდებით გამოძიებას

მეუფე შიო გავრცელებულ ჩანაწერებზე: ველოდებით გამოძიებას

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სამებაში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრეს სასულიერო პირებმა. მეუფე შიო აცხადებს, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება.

„საპატრიარქომ გააკეთა ოფიციალური განცხადება. პოზიცია გამოატულია. ველოდებით გამოძიებას“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც, სასულიერო პირებიც ფიგურირებენ. გავრცელებული მასალის აუთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არაა.