შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზიზღის ენაზე და ძალადობაზე საუბარი ფარისევლობაა, ზიზღის ენა და ძალადობა მათი მეორე სახელია

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზიზღის ენაზე და ძალადობაზე საუბარი ფარისევლობაა, ზიზღის ენა და ძალადობა მათი მეორე სახელია

ქუჩის ბანერები გაუკვირდათ, სოციალური ქსელიც ასევე საჯარო სივრცეა, ნახეთ რა ხდება იქ, ან რა ენით საუბრობენ, ან როგორ ილანძღებიან, რა სახის მასალას ავრცელებენ და როგორ იყენებენ ზიზღის ენას ოპონენტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზიზღის ენაზე და ძალადობაზე საუბარი ფარისევლობაა. ზიზღის ენა და ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სახელია. ადამიანს ოფიციალურად აქვს სარეკლამო ფართი ნაყიდი და საკუთარ პროტესტს გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ვინ ასხამს ამ პოლარიზაციის ცეცხლზე ნავთს. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია, სადაც ოპოზიცია საერთოდ არ ეწევა ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიას. ამაზე მეტი პოლარიზაცია რაღა უნდა იყოს, როდესაც ადამიანებს მათი საჭიროებების ნაცვლად ესაუბრები იმაზე თუ როგორ უნდა დაიბრუნო აბსოლუტური ძალაუფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.