მეგის ქარდავა N 12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

მეგის ქარდავა N 12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი დასრულდა. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, უკრაინიდან ქარდავას ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით და გართულებების გარეშე ჩაიარა.

“იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკრაინის სახელმწიფოდან მეგის ქარდავას ექსტრადირება განახორციელა. ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამჟამად, მეგის ქარდავა შესახლებული იქნება  რუსთავის  N 12 დაწესებულებაში” - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.  
 მომდევნო ეტაპზე წარიმართება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.