მიხაილ გალერი: მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, მომხრეებს და პარტიას გზავნილები ქვეყნის გარედან გაუგზავნოს

მიხაილ გალერი: მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, მომხრეებს და პარტიას გზავნილები ქვეყნის გარედან გაუგზავნოს

ის გზავნილები, რაც მიხეილ სააკაშვილს სურს მომხრეებისთვის და პარტიისთვის გააკეთოს, შეუძლია გაუგზავნოს ქვეყნის გარედან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაილ გალერმა„ქრონიკას“ განუცხადა.

„ევროპარლამენტი ერთიანია საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ და შეასრულონ მიშელის დოკუმენტი. ამას ველოდებით როგორც ოპოზიციისგან, ასევე მმართველი გუნდისგან. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ გარემოში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის გზავნილები, რაც მას სურს მომხრეებისთვის და პარტიისთვის გააკეთოს, შეუძლია გაუგზავნოს ქვეყნის გარედან, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი ფიზიკურად საქართველოში ყოფნა შეიძლება მმართველმა პარტიამ თავისი დღის წესრიგისთვის გამოიყენოს. მე ვფიქრობ, ახლა საქართველოში სიმშვიდეა საჭირო და ამისათვის ყველა პოლიტიკურმა ძალამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. ევროპარლამენტი ელოდება მიშელის დოკუმენტის შესრულებას. ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესში შედის“, - განაცხადა მიხაილ გალერმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონკრეტულად არაფერი უთქვამს.