გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ მოუწოდებს, უსაფრთხო გასვლა უზრუნველყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ავღანეთის დატოვება სურს.
აღნიშნულ რეზოლუციას მხაეი გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ძალისხმევის გააქტიურებას.
რეზოლუცია ასევე მოიცავს მოთხოვნას, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად ან ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.