სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა მრავალჯერადი მუტაციის მქონე კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოავლინეს. მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები და შეუძლია თუ არა ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა.
კვლევის თანახმად, რომელმაც კოლეგიური განხილვა უნდა გაიაროს, ახალი ვარიანტი (C.1.2) პირველად მაისში გამოვლინდა და ახლა სამხრეთ აფრიკის პროვინციების უმეტეს ნაწილში და აფრიკის, ევროპის, აზიისა და ოკეანიის შვიდ ქვეყანაშია გავრცელებული.
იგი უამრავ მუტაციას შეიცავს, რომელიც სხვა ვარიანტებთან არის დაკავშირებული, თუმცა სხვადასხვა ნარევში წარმოიქმნება და მეცნიერები ჯერ არ არიან დარწმუნებული, როგორ მოქმედებენ ისინი ვირუსის ქცევაზე.
ამჟამად ლაბორატორიული ტესტები ტარდება იმის დასადგენად, რამდენად კარგად ხდება აღნიშნული ვარიანტის ანტისხეულებით განეიტრალება.
სამხრეთ აფრიკა პირველი ქვეყანა იყო, სადაც „ბეტა“ ვარიანტი გამოვლინდა.