პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაერთიანების წევრები წარადგინა.
გიორგი ვაშაძის თქმით, „მესამე ძალის“ ფორმირება დაიწყეს და გუნდის წევრები არიან: გრიგოლ ვაშაძე („ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე), ხათუნა სამნიძე (რესპუბლიკური პარტია), თამარ კეკენაძე („თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე), რეზო კემულარია, ვახტანგ იაშვილი, ოთარ ბაღათურია, პაატა ჩიქოვანი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები: სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, დავით სეკვავა, თეონა ჭალიძე, ნანა ტოხვაძე.
„ეს არის მხოლოდ გუნდის ნაწილი, შეზღუდვებიდან გამომდინარე რისი წარმოდგენაც შევძელით. ნამდვილად ის დროა, დავამთავროთ ორპოლუსიანობა, გავაკეთოთ ახალი არჩევანი, შემოხაზეთ ნომერი ერთი, აირჩიეთ „მესამე ძალა“ და მოვიტანოთ გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ