ვლადიმერ ბოჟაძე: შვილმკვდარი მამის  გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა

ვლადიმერ ბოჟაძე: შვილმკვდარი მამის  გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა

„მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, ,,ქართულ ოცნება"-ს ,,ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა“ - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ჩანს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ალეკო ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს კონვერტს გადასცემს. 

ბოჟაძის თქმით,  შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს - რა იდო კონვერტში, არის თუ ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრის ოჯახს.
„მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, ,,ქართულ ოცნება"-ს ,,ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა. 

იქნებ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს: რა იდო კონვერტში, არის თუ ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრის ოჯახს, ოჯახს რომელსაც მტერიც კი არ ეხება! 

ძალიან სამწუხაროა პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით მოქმედება, ძალიან სამწუხარო. დაველოდოთ გამოძიების შედეგეგბს, თორემ არჩევნების შედეგები უკვე ადვილი გამოსაცნობია „ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის გვერდზე.