ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა დღეს მაღალია. ქვეყანაში დაახლოებით ორ მილიონამდე თავისუფალი დოზაა. „სინოფარმის“ დოზები შეიზღუდა პირველი აცრისთვის და ამაზე გასულ კვირაში გავრცელდა განცხადება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„კარგია, რომ „სინოფარმზე“ მაღალი აქტივობა იყო, პრაქტიკულად ამოიწურა ჩვენი შეძენილი დოზები. სექტემბრამდე, სანამ ახალი დოზების დონაცია მოხდება, „სინოვაკი“ არის ხელმისაწვდომი. იდენტურია ეს ორი ვაქცინა. შესაძლებელია, რომ „სინოფარმის“ ნაცვლად მოქალაქემ „სინოვაკზე“ შეაჩეროს არჩევანი. „ფაიზერის“ ვაქცინაც, ბუნებრივია, რჩება მიმოქცევაში“, - განაცხადა გაბუნიამ.