არის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს დაღმასვლა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ამ მაჩვენებლის კლებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.
„დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლის სტაბილიზაცია. ჩვენი მოლოდინი ისეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი უნდა იყოს მშვიდი, თუმცა მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.