ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
25 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად ტერორისტული თავდასხმის საფრთხე რეალურია.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.