დღეიდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

დღეიდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

25 აგვისტოდან კვების ობიექტები ნაცვლად 23:00 საათისა, 22:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენელი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. ამ მხრივ კვლავ ძალაში რჩება არსებული შეზღუდვაც - ქორწილის, ქელეხის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება.

10-23 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დაჯარიმდა 37 ობიექტი, მათ შორის 21 იურიდიული და 16 ფიზიკური პირი და დაილუქა 16 ობიექტი.